მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება - პარლამენტში ბიძინა სტურუას უსმენენ

09.07.21 11:37
მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება - პარლამენტში ბიძინა სტურუას უსმენენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. ბიძინა სტურუა მედიასა და არასამთავრობოებს სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. 

მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ხორციელდება ნაწილი არასამათავრობო ორგანიზიაციების მხრიდან, ნაწილი მედიის მხრიდან და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ,ეს არის მუდმივი თავდასხმები მოსამართლეზე, მუდმივი ღირსების შელახვა მოსამართლის. ვფიქრობ, ძალიან კარგი სამუშაოა ჩასატარებელი ხელისუფლების სამივე შტოს მხრიდან, რომ კარგად იყოს მიტანილი საზოგადოებამდე, რომ ყველამ იცოდეს, სად გადის თავისუფლების ზღვარი, სად იწყება მოსამართლის შეურაცხყოფა", - ამბობს ბიძინა სტურუა. 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ხვალ, 10 ივლისს, დასრულდება.