კალაძემ ევროკავშირი ცეკას შეადარა

15.04.24 13:37
კალაძემ ევროკავშირი ცეკას შეადარა

დედაქალაქის მერმა ევროკავშირი ცეკას შეადარა - განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. სად გაგონილა?! თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სრული საგიჟეთის უბრალოდ"- თქვა დედაქალაქის მერმა. 

"ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ "არავის მისცემენ უფლებას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს": 

ისეთი ევროკავშირი მინდა, სადაც არის სამართლიანობა. გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს სამართლიანობა, სიმშვიდე. არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში"- დასძინა კალაძემ.  

კალაძის თავდასხმას წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება უსწრებდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ამერიკის და  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები დებატებში გამოიწვია. 

კობახიძეს დიპლომატებთან დებატები რუსულ კანონზე პირდაპირ ეთერში  უნდა.

 

მსგავსი სიახლეები