მოვითხოვ, რომ ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში - სოფო ჯაფარიძე

15.04.24 13:38
მოვითხოვ, რომ ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში - სოფო ჯაფარიძე

"მოვითხოვ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში," - ამ განცხადებას სოფო ჯაფარიძე აკეთებს, რომელიც პარლამენტთან აქციაზე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი აკრიტიკებს "ოცნებას" იმის გამო, რომ რუსული კანონის განხილვის დროს იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ახალგაზრდები არ შეუშვეს.

ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს შიგნით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის, შეუშვან შიგნით. რომ სხედან შიგნით ცინიკური სახეებით და ამ უნამუსო განცხადებებს აკეთებენ, ხედავთ მათ დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ქალებს. წარმოუდგენელია, რასაც ვისმენთ დილიდან, მათ სწორედ ამ ახალგაზრდების ეშინიათ. მოვითხოვ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით არიან წარმოდგენილები, მიკროფონთან გაღიმებული სახეებით, მათ გაესაუბრონ, - ვერა, იმიტომ, რომ ეშინიათ,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

პარლამენტში ამ წუთებში რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა. 

 

მსგავსი სიახლეები