საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ! - ნინო ლომჯარია

15.04.24 13:42
საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ! - ნინო ლომჯარია

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი მოქალაქეებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ამ წუთებში პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც დაუშვებელია. 

საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის  კანონპროექტს! 
საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ!, - ამბობს ნინო ლომჯარია.

 

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

 

მსგავსი სიახლეები