ადასტურებთ, რომ კობახიძე, ჩიქოვანი, პაპუაშვილი, თქვენი რუსული კანონის განმარტებით, იმ დროს უცხოური გავლენების გამტარები იყვნენ? - ბოკუჩავა
„ადასტურებთ თუ არა, რომ მოქმედი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი რუსული კანონის განმარტებით იმ დროს უცხოური გავლენების გამტარები იყვნენ?,“ - ამ კითხვით ფრაქცვია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს მიმართა.
ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნების" ბევრი ლიდერი, მათ შორის, პრემიერი და მინისტრებიც უცხოურ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, შესაბამისად, ამ რუსული კანონით ისინი უცხო ქვეყნის იინტერესებს ატარებდნენ.
ამ კანონის განმარტებით, თქვენი თანაგუნდელი, მათ შორის მოქმედი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, იმ დროს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარი იყვნენ. ადასტურებთ თუ არა, რომ მოქმედი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი რუსული კანონის განმარტებით იმ დროს უცხოური გავლენების გამტარები იყვნენ,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მაგალითად, პაპუაშვილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, გერმანიის ინტერესებს ატარებდა.
მაგალითად, GIZ ახორციელებდა, შალვა პაპუაშვილის შემთხვევაში, ძალიან კარგ პროექტებს და ატარებდა გერმანიის ინტერესებს, მშვენიერ ინტერესებს,“ - უპასუხა მდინარაძემ.
პარლამენტში ამ წუთებში რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა.