ივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებს ასრულებს - საბა ბაუძე
ივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებ ასრულებს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიცის წევრის თქმით, ამ წუთებში პარლამენტში, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და ამიტომ მოქალაქეების პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ივანიშვილი პირდაპირ ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და ასრულებს პუტინის რუსეთის დავალებას, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მოუკლას ევროპული პერსპექტივა. ამას აკეთებენ დღეს პარლამენტში შიგნით და ამას უნდა დაუპირისპირდეს აბსოლუტურად ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. დღეს არის ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ამბავი და ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ, „არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას!“, - ამბობს საბა ბუაძე.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.