ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა.
კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა და მამუკა მდინარაძემ დატოვეს კომიტეტი სხდომაზე.
პირდაპირი ეთერი გაწყდა და ამ დრომდე არ აღდგენილა. კვლავ გრძელდება სხდომის დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი.
მანამდე მამუკა მდინარაძესა და ანა ნაცვლიშვილს შორის დებატები მიმდინარეობდა რუსულ კანონზე.