მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ ყველა აქციაში - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ ყველა აქციაში მიიღონ მონაწილეობა და დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი!