სამადაშვილი: მამუკა მდინარაძე ბიძინას მონის მონაა

15.04.24 15:23
სამადაშვილი: მამუკა მდინარაძე ბიძინას მონის მონაა

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნებას" იანუკოვიჩის რეჟიმს ადარებს. ოპოზიციის წევრი, რომელიც ცოტა ხნის წინ იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოაძევეს, ამბობს, რომ მმართველი გუნდი სხდომიდან აძევებს ყველას, ვინც სიმართლეს ამბობს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის არა თუ მონა, არამედ "მონის მონაა". 

ეს, რაც ხდება, როდესაც პრეიმერ-მინისტრთან ხორციელდება დემარში დიპლომატიური კორპუსის, აი, ზუსტად ასე იყო იანუკოვიჩის შემთხვევაში. მან როდესაც განაცხადა უარი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, მასთან ხორციელდებოდა დიპლომატიური დემარშები და ა.შ. ასე იწყება დღეს ჩვენი ბრძლა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. იმიტომ, რომ ეს არ არის არანაირი კანონი გამჭვირვალეობის შესახებ, ეს არის კანონი, რომლითაც ჩვენს ქვეყანში ბიძინა ივანიშვილს სურს დაასრულოს დემოკრატია, სურს გააუქმოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამიტომ ცხადია, რომ სხდომიდან აძევებენ ხალხს, ვინც სიმართლეს ეუბნება. მე რუსული ოცნების წარმომადგენლებს დღეს ვუთხარი, რომ ისინი არიან რუსები, როდესაც იცავენ რუსულ კანონს. ეს არ მოეწონათ და ამიტომ დამატოვებინეს სხდომა. სხდომაზე აბსოლუტურად დემაგოგიური, არაფრისმთქმელი სიტყვების რახა-რუხს ვისმენდით, ბიძინა ივანიშვილის მონისგან. არ ვიცი, ივანიშვილის მონაც არ არის მდინარაძე, ის მონის მონაა, - ამბობს სალომე სამადაშვილი.