მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, არ მიიღოთო. აუცილებლად მოვა ლაზარე - ლაზარეს ბაბუა
"აუცილებლად მოვა ლაზარე, მთავარია გამოუშვან. ვერ მოვითმინე ლაზარეს ლოდინში ვიყავით მაგრამ ჩემს შვილს ვუთხარი, მე წავალ მეთქი" - ამ განცხადებას "პირველებთან" ლაზარეს ბაბუა აკეთებს.
გია კალანდაძე პარლამენტთან აქციაზე იმყოფება, სადაც კვლავ აფიქსირებს პოზიციას - არა რუსულ კანონს.
როგორც კალანდაძე ამბობს, ლაზარეს გათავისუფლებას დღეს ელოდებიან, თუმცა სახლში ვერ გაჩერდა, როცა ხედავს, რომ ხელისუფლება მეორედ ცდილობს იმ კანონის გატანას, რომელზეც ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ რუსულია.
კი გვეუბნებიან ჩვენი პოზიციის პარლამენტარები, რომ აბა, დაგვიმტკიცეთო, მთელი ევროპა, ამერიკა და მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, არ მიიღოთო და მეტი რაღა დამტკიცება უნდა, ორი კაცი ხომ არ ამტკიცებს, რომ ეს კანონი რუსულია, მართლა რუსულია და ამიტომ არის ეს ამბავი. აუცილებლად მოვა ლაზარე, მთავარია გამოუშვან. ვერ მოვითმინე ლაზარეს ლოდინში ვიყავით მაგრამ ჩემს შვილს ვუთხარი, მე წავალ მეთქი,“ - ამბობს კალანდაძე.