კობახიძემ ყველა უარყოფითი რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა - თინა ხიდაშელი
თავდავის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრემიერს ელჩების დებატებში გამოწვევის გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელს განცახდებას, რომელმაც დიპლომატებს რუსული კანნონის ირგვლივ მსჯელობა შესთავაზა.
თინა ხიდაშელი პრემიერის ასეთ ნაბიჯს "უწიგნურობას და უცოდინრობას" უწოდებს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ელემნეტარულ წესებშიც კი ვერ ერკვევა, რაც სამარცხვინოა.
ბატონმა კობახიძემ გადაწყვიტა ახლა, რომ ყველა უარყოფითი რეკორდი უნდა დაანგრიოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შექმნილი აქვს და რომელიმე ერთს კი არ უტევს კონკრეტულად, კოლექტიურად მთელი დასავლური სამყარო ერთიანად გამოიწვია პოლიტიკურ დებატებში. ეს არის საოცარი უწიგნურობის, უცოდინრობის გამოვლინება და ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტალურ წესებში ვერ ერკვევა ან ერკვევა და შეგნებულად არღვევს ამ წესებს. არ მახსენდება, რომ პუტინსაც კი ან ლუკაშენკოს ეკადროს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რაც კობახიძისგან გუშნ მოვისმინეთ, - ამბობს თინა ხიდაშელი.