SJC: თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
"აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ, იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება.
დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63", - წერს ორგანიზაცია.
პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდელო ორგანოსთან მორიგი აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი.