ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი არასრულწლოვანია

15.04.24 17:00
ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი არასრულწლოვანია

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 3 მოქალაქე სოფელ ფლავისმანიდანა. "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი გატაცებული არასრულწლოვანია.

გატაცებულები არიან: 

  • თამაზ ეცადაშვილი - 16 წლის
  • ოთარ ტერაშვილი - 18 წლის
  • ვალერი გიუნაშვილი - 20 წლის

მათმა ოჯახის წევრებმა გატაცების დეტალები არ იციან,ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც სოფელთან მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მიდიოდნენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში აცხადებენ, რომ ეშინიათ და თავს დაუცველად გრძნობენ.