გრიგორიადისი ბოროტმოქმედია, მაგრამ ვისი მსხვერპლია - ამ არასამთავრობოების ტრენინგების - ოდიშარია
"გრიგორიადისი - თავისთავად დამნაშავეა, ბოროტმოქმედია, მაგრამ ვისი მსხვერპლია, ამ არასამთავრობოების, ამათი ტრენინგების მსხვერპლია და ამ პარტიების შეგულიანების მსხვერპლია", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აკეთებს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი კანონის საჭიროებაზე საუბრობს და არასამთავრობო ორგანიზაციების და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს.
ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სინამდვილეში, აქვთ საველე სწავლებები - პირდაპირ გვაჩვენეს, რომ თოფით სწავლას ასწავლი, შენს წინ შექმნილ პოლიციის ჯებირს როგორ უნდა გადაუარო, გადაწვა პოლიციელი, აბა, ის გრიგორიადისი - თავისთავად დამნაშავეა, ბოროტმოქმედია, მაგრამ ვისი მსხვერპლია, ამ არასამთავრობოების, ამათი ტრენინგების მსხვერპლია და ამ პარტიების შეგულიანების მსხვერპლია,“ - ამბობს ოდიშარია.