"27 სახელმწიფო ამბობს, რომ ასეთი საქართველოს ადგილი ევროკავშირში არ არის, რანაირად შეხვალ ევროკავშირში?" - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში
„27 სახელმწიფო უნდა დაჯდეს და საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ 27-ვე ამბობს, რომ ასეთი საქართველოს ადგილი ევროკავშირში არ არის, რანაირად შეხვალ ევროკავშირში?“ - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერს მამუკა მდინარაძეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე „ოცნებას“ კიდევ ერთხელ სთხოვს განმარტებას, როგორ ხედავენ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი ევროღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ყველა არგუმენტი - წავედით წამოვედით - შოლცი გეუბნებათო, ბოლო არგუმენტი მაინც ეს არის,“ - ამბობს მდინარაძე.
27-მა სახელმწიფომ რომ გითხრათ, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ მიუხედავად იმისა, რა დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, სტრასბურგმა რა თქვა, რომ გაოგნებული იყო იმ შეწყალებით, რაც მიზანმიმართულად განახორციელა მკვლელების, იძახით, რომ 27-მა ქვეყანამ რომ გვითხრას, უნდა გამოვუშვათ, ამას როგორ კადრულობთ?“ - ამბობს ოხანაშვილი.