თქვენი მხარდამჭერების გაკრულ ბანერზე სად წერია დაფინანსება და ვისი გაკრულია? ესაა გამჭვირვალობის სტანდარტი? - კორძაია
"თქვენი მხარდამჭერების მიერ გაკრულ ბანერზე სად წერია დაფინანსება და ვისი გაკრულია? - ეს არის გამჭვირვალობის სტანდარტი?" - ამ კითხვით მიმართა მამუკა მდინარაძეს დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
კორძაიას თქმით, გამჭვირვალობაზე თუ აქვს "ოცნებას" პრეტენზია, მაშინ საკუთარი თანაგუნდელების შემოსავლების გასაჯაროებით დაიწყოს, მათ შორის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის.
თუ გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობთ, ვილაპარაკოთ ღარიბაშვილის გამჭვირვალობაზე და შეგვიქმენით საგამოძიებო კომისია და ვნახოთ, სად არის პრობლემები რეალურად ფინანსური და სად ტრიალებს შავი ფული და ვის მიაქვს სახლში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ფული,“ - მიმართა კორძაიამ.
ახლა, კანონი რომ მოქმედებდეს რუსეთში რაც არის, მოგიწევდათ ენჯეო ან მედია წარმომადგენლებს - მე ვარ აგენტიო, უნდა ეთქვა, ეს არის საოცრება, პირველივე დღიდან იყო რუსეთში ეს, ერთი მუხლი ვერ მოიტანეთ, რა არის აქ რუსული,“ - ამბობს მდინარაძე.