ჩხუბი პარლამენტში - დარბაზი რომან გოცირიძესაც დაატოვებინეს
სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევება გრძელდება - "ევროოპტიმისტების" ლიდერს, რომან გოცირიძეს სხდომათა დარბაზი ამ წუთებში დაატოვებინეს.
თავდაპირველად, მას ანრი ოხანაშვილმა 3-წუთიანი რეგლამენტის გადაცილების გამო, მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ კი მანდატურის სამსახურის დახმარებით "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარბაზიდან გაუშვა.
ძალიან კარგად იციან ამათმა და მაგიტომ არ დამასმევინეს შეკითხვა, რომ დეკემბერში, როდესაც მოლაპარაკების პროცესში უნდა შევიდეთ, შესასრულებელია რეკომენდაციები, მათ შორის, ერთ-ერთი დეპოლარიზაციაა. რატომ უწყობს ქვეყანაში დაძაბულობას ხელს. რატომ არის ქუჩაში ხალხი. რატომ აკეთებს იმდენს, რომ 10 ათასი კაცი გამოვიდეს ქუჩაში. ფაქტობრივად, რატომ უშლის ქვეყანას ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ამ კანონების და იმ კანონების მიხედვით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში მიიღეს, ემსახურება საქართველოს დაბლოკვას ევროკავშირში", - ამბობს გოცირიძე.
მთელი დღეა რუსული კანონის განხილვა ჩხუბის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ხატია დეკანოიძეს, ანა ნაცვლიშვილს და სალომე სამადაშვილსაც დაატოვებინეს.