"რუსეთი ოკუპანტია, არა რუსულ კანონს" - რა სათქმელი აქვთ აქციის მონაწილეებს

15.04.24 19:22
"რუსეთი ოკუპანტია, არა რუსულ კანონს" - რა სათქმელი აქვთ აქციის მონაწილეებს

არა რუსულ კანონს! კი ევროას! - პარლამენტის წინ აქციისთვის ემზადებიან. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან და რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებენ.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ სახელისუფლებო ძალამ კანონპროექტი უკან გაიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება. მოქალაქეები პარლამენტთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.

პარლამენტის წინ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებს უსმენენ.

ჩვენი სათქმელი არის მარტივი - ვეუბნებით არას რუსულ კანონს და კი ევროპას! დღეს ქართული ოცნების ყველა დეპუტატი არის მოღალატე, რომელიც ღალატობს ქვეყნის ინტერესებს. ჩვენა არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ არ გვინდა რუსეთი, მაგრამ ისინი მუდმივ რეჟიმში ტესტავენ საზოგადოების განწყობებს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ პასუხი, როგორც იმსახურებენ - არა რუსულ კანონს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შიში საერთოდ არ მაქვს, პირიქით, მოტივაციაა, რომ დავამტკიცოთ, საქართველო რუსეთი არასდროს გახდება. ვხედავ, რაც ხდება, როგორი მობილიზებული არიან, მაგრამ მგონია, რომ როგორც წინა წელს დავუდეგით მედგრად და მხნედ ვიყავით, ისე დავდგებით ახლაც და ვერ მირებენ რუსულ კანონს საქართველოში,“ - ამბობს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

რუსეთი ოკუპანტია, არა რუსულ კანონს და სანამ ცოცხლები ვიქნებით ყველა ქართველი, ალბათ, ასე იზამს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მოქალაქე.

არ გვინდა რუსეთი, ამიტომ გვინდა ევროპა. ევროპა არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პირობა დაარღვიეს, შარშან მოგვცეს პირობა, რომ არ გამოიტანდნენ კანონს, აქედან გამომდინარე, დღეს მოვედით, რომ ეს პირობა შევასრულებინოთ მთავრობას,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.