შეეშინდა ბიძინას, შეეშინდა რუსეთს - მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა
რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც უერთდება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
ხაზარაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" გამარჯვების გარშემო გაერთიანებული ქართველი ხალხის შეეშინდა - "შეეშინდა ბიძინას, შეეშინდა რუსეთს", - ამბობს ხაზარაძე.
ბიძინა ივანიშვილს სურს, როგორც მას სჩვევია, მოგუდოს თავისუფალი მოქალაქეები. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო დავალებები რუსეთიდან. პირველი დავალება მიიღო, როდესაც ანაკლია ჩააგდო. ახლა მისი ამოცანაა, რომ ამ დამქაშების მეშვეობით, ამ უძარღვო, უჯიგრო, უინტელექტო ადამიანების მეშვეობით, ერთი წლის წინ გაწვეული კანონი, რომელზეც თქვეს, რომ აღარ შემოვიტანთ, შემოიტანეს უკან. მათ შეეშინდათ გამარჯვების გარშემო გაერთიანებული ქართველები. შეეშინდა ბიძინას, შეეშინდა რუსეთს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.