გუდაძე: მახსენდება ის შეგრძნებები, რაც მქონდა 9 აპრილს და სამწუხაროდ, იგივე მეორდება

15.04.24 20:16
გუდაძე: მახსენდება ის შეგრძნებები, რაც მქონდა 9 აპრილს და სამწუხაროდ, იგივე მეორდება

არა რუსულ კანონს - პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მსახიონი ირინა გუდაძე უერთდება. მსახიობს მიმდინარე აქციები 9 აპრილის მოვლენებს ახსენებს. 

9 აპრილის მერე ეს არის ჩვეული მდგომარეობა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს 35 წლის მერე აბსოლუტურად იგივე მეორდება, ცუდ ხასიათზე ვარ, მახსენდება ის შეგრძნებები, რაც მქონდა 9 აპრილს და სამწუხაროდ, იგივე მეორდება,“ - ამბობს ირინა გუდაძე.