გიორგი გახარიამ ფოთში რეგიონული ორგანიზაცია გახსნა

09.07.21 13:26
გიორგი გახარიამ ფოთში რეგიონული ორგანიზაცია გახსნა

გიორგი გახარია სამეგრელოში შეხვედრებს აგრძელებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გუნდის წევრებთან ერთად ამჯერად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ფოთში შეხვდა.

გახარიამ დღესაც აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა კორუფციაა და ამისთვის პარტია ,,საქართველოსთვის" ბრძოლას გააგრძელებს. 

ფოთი ქართული ეკონომიკის ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამე არ რჩება და ეს გამოსასწორებელია. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ეს კორუფცია უნდა დასრულდეს. მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს - განაცხადა შეხვედრაძე გახარიამ.

ექსპრემიერმა ჟურნალისტებთან ურთიერთობას დღესაც თავი აარიდა.

გიორგი გახარია დღეს სამეგრელოში რჩება, რამდენიმე პარტიულ ორგანიზაციას დააფუძნებს, ხვალ კი იმერეთში ჩავა.



 

მსგავსი სიახლეები