სპეცრამზით გარშემორტყმულმა "ოცნებამ" რუსულ კანონს კომიტეტზე მხარი დაუჭირა

15.04.24 22:05
სპეცრამზით გარშემორტყმულმა "ოცნებამ" რუსულ კანონს კომიტეტზე მხარი დაუჭირა

"ოცნებამ" რუსულ კანონს კომიტეტზე მხარი დაუჭირა. პარლამენტის შენობა სპეცრამზითაა გარშემორტყმული. რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც გახარიას გუნდს ჰქონდა წარდგენილი, მათი წინადადებები უარყოფილია.

მმართველმა პარტია კომიტეტზე მხარდაჭერის შემდეგ უკვე სასესიო სხდომაზე დააყენებენ კანონპროექტს კენჭისყრაზე.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოსთან - მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის შემოვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. სამართალდამცავებს პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია სრულად გადაკეტილი აქვს.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, რობოკოპები.

რუსთაველზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჰყავთ. ამის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო.

9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. მათ თან აქვთ ხელკეტები და ფარები. 

პარლამენტთან მსვლელობა იწყება - აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან მივლენ და ასე გააგონებენ ოცნების დეპუტატებს ხმას - არა რუსულ კანონს! მოქალაქეები ხელაწეული გადაადგილდებიან.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ხარება" გამოჩნდა.  

 

მსგავსი სიახლეები