დესტრუქციული ძალები - პოლიციის მაღალჩინოსანი აქციის მონაწილეებზე

15.04.24 23:03
დესტრუქციული ძალები - პოლიციის მაღალჩინოსანი აქციის მონაწილეებზე

 

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ანტირუსული აქციის მონაწილეებს "დესტრუქციულ ძალებად" მოიხსენიბეს. 

"აგრესიულობით გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ წინააღმდეგობას, ხდება მათი განეიტრალება"- უთხრა "ტვ პირველს" შსს-ს მაღალჩინოსანმა ჩიტაძის ქუჩაძე. 

ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრტოს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს, მიმდინარე პროცესია... დესტრუქციული ძალები, ვინც ცდილობს, რომ გაარღვიოს პოლიციის კორდონი, ხდება მათი განეიტრალება, დაკავებას ვგულისხმობ“ - ამბობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი. 

მეტიც, მან არ გამორიცხა, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამტკიცებს, რომ ამ ეპაპზე პოლიციამ 4 პირი დააკავა და ყველა მათგანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

 

მსგავსი სიახლეები