საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ - რა გამოხმაურება მოყვა პროდასავლურ აქციას საერთაშორისო მედიაში

15.04.24 23:24
საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ - რა გამოხმაურება მოყვა პროდასავლურ აქციას საერთაშორისო მედიაში

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი აქცია მსოფლიო გამოცემების განხილვის მთავარი თემა ხდება.

"The Guardian", "Reuters", "The Straits Times" და სხვები თბილისის ცენტრში და საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე წერენ. 

"ქართული ოცნების" ლიდერს მამუკა მდინარაძეს გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ალეკო ელისაშვილმა სახეში მუშტი დაარტყა." - წერს Reuters-ი. 

საერთაშორისო გამოცემა "The Straits Times" წერს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე 10 ათასი ადამიანია გამოსული, რომლებიც სუფთა ხელებით რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

"The Straits Times"-ის სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე. გამოცემა ღიად წერს, რომ ქართველი ხალხი ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში ადანაშაულებს.

თბილისი - დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩებში 15 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა გააპროტესტოს საკამათო კანონპროექტი "უცხოური გავლენის" შესახებ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ასახავს რუსეთის რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც გამოიყენებოდა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინა აპრილში, ერთი წლის შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა მსგავსი ღონისძიება.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ადანაშაულებენ მთიანი კავკასიის ერის რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ წაყვანაში", - ვკითხულობთ სტატიაში.

კიდევ ერთი გამოცემა, რომელიც საპროტესტო აქციაზე წერს "Al Jazeera". სტატიაში საუბარია პარლამენტში, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებაზე და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზეც.

კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის წინ, მომიტინგეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალეს და ყვიროდნენ: „არა რუსეთის კანონს!", - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები