აშშ "ოცნებას" კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი განცხადებას ავრცელებს - მეთიუ მილერი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს.
მეთიუ მილერი განმარტავს, რომ მოსამართლეების დასანქცირების საფუძველი სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოები გახდა.
სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე,
[დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.