პრეზიდენტის თანამდებობაზე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დასრულებულია - პაპუაშვილი
პრეზიდენტის გუშინედლი კრიტიკის შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ზურაბიშვილის თავდასხმაზე გადავიდა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
მემგონი, მან თავის თავსვე უპასუხა, როდესაც მან ტვიტი შემდეგ ქართულად დადო ფეისბუქზე და „სპენაზელი“, რომელიც მან ახსენა, რუსული ტერმინი ქართულად დაწერა როგორც სპერაზმელი. ვერ გაბედა, იმიტომ, რომ მიხვდა საერთო რა გააკეთა. როდესაც ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მემგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია. აი, ბელეტრისტიკა, მან მთავარი არის და დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ სხვა დროსაც გამოხატა და გუშინ განსაკუთრებით გამოხატა, როდესაც ქართულ პოლიციას „რუსები“ ეძახა. ადმინისატრაციიდან დატოვეს თანამდებობები, სხვებიც თუ დაფიქრდებიან, საერთოდ რამდენად ღირს იყო იმ ადმინისტრაციაში, რომელიც შენი ქვეყნის პოლიციას რუსებად მოიხსენიებს, არ ვიცი, - ამბობს პაპუაშვილი.
მწვავე განცხადება სალომე ზურბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული კანონით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს, რასაც ხალხი არ დაუშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეებიდ დასარბევად მზად არის.