შეუჩერებენ თუ არა 52 ოპოზიციონერ დეპუტატის უფლებამოსილებას - საპროცედურო კომიტეტის სხდომა ჩაიშალა
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის სხდომა, სადაც 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა, რადგან მას არც ,,ოცნების", არც ოპოზიციონერი დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ დაესწრო.
უფლებამოსილება იმ დეპუტატებს შეუწყდება, ვინც ამ დრომდე პარლამენტში არ შემოდის, ან ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატად ითვლება, მაგრამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს, საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიაზე და ზურა ჯაფარიძეზე.
დარწმუნებული ვარ, ,,ოცნებაში" არსებობენ მორალური ადამიანები, რომლებმაც თავი აარიდეს, ან ზოგადად ეზარებათ სხდომაზე მოსვლა, თუ იქ თავიანთი კოლეგების გარიცხვის საკითხი იხილება. ასე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ამბავს. - განაცხადა ,,გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხია. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, უფლებამოსილება შეუწყდება.
საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტი მომდევნო კვირიდან იმსჯელებს.