ვაჟა სირაძე, დაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს - რა ჩანს ვიდეო-კადრებში (ვიდეო)

16.04.24 11:52
ვაჟა სირაძე, დაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს - რა ჩანს ვიდეო-კადრებში (ვიდეო)

 

 

საპატრულო პოლიციის შეფი აქციის მონაწილეების ცემაშია ბრალდებული - გასაჯროვებულია ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ ვაჟა სირაძე დაკავების დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტზე ძალადობს. სკანდალურ ვიდეო მასალას აქციაზე დაკავებულების ადვოკატები ავრცელებენ, თუმცა, სავარუდოდ ნაცემი აქციის მონაწილის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხდა, რადგან სად გადაიყვანეს დაკავებულები გომელაურის უწყება ჯერ ასაიდუმლოებს.

შსს-ს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ სხვადასხვა ძალებით ჩვენ გავარკვიეთ, რომ ისინი ჰყავთ იზოლატორებში, ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგი რეგიონებში. ტელევიზით გავრცელებულ კადრებში ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება ძალადობიოთ, რადგან ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლები, მოქალაქეებს, რომლებსაც აკავდებნენ, ურტყამდნენ ფეხს, ხელს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისინი, რა ტქმა უდნა არ დაიწყებენ, რადგან ეს ყევალფერი არის ერთი სისტემა, ერთი მმართველი ჰყავთ და ცდილობენ, ადამიანები არა მხოლოდ დააკავონ, არამედ შეაშინონ". - ამბობს იურისტი ლაშა ტყეშელაძე.

დილიდან დაკავებულებთან შეხვედრას ადვოკატები ცდილობენ, თუმცა აქციის მონაწილეების ადგილმდებარეობა ისევ გაურკეველია.

ოფიციალური მონაცემებით, საპატიმროში ახლა 13 დაკავებულია, რადგან ერთი პოლიციიამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
 

მსგავსი სიახლეები