"შსს დაკავებულების ადგილსამყოფელს მალავს" - ადვოკატები აქციის მონაწილეებთან შეხვედრას დილიდან ცდილობენ

16.04.24 12:10
"შსს დაკავებულების ადგილსამყოფელს მალავს" - ადვოკატები აქციის მონაწილეებთან შეხვედრას დილიდან ცდილობენ

სად არიან გადაიყვანილი აქციაზე დაკავებული მოქალაქეები - გომელაურის უწყება ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

დილიდან დაკავებულებთან შეხვედრას ადვოკატები ცდილობენ, თუმცა აქციის მონაწილეების ადგილმდებარეობის შესახებ მათ მხოლოდ თავიანთი წყაროების მეშვეობით გაარკვიეს.

დაკავებული 13 მოქალაქიდან უფლებამდაცველებმა ჯერჯერობით, მხოლოდ 5-ს ადგილდმებარეობა გაარკვიეს.

შსს არ წარმოადგენს არანაირ მტკიცებულებებს, რომ ამ ადამიანებმა რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინეს.  პრობლემად რჩება ის, რომ, ჩვენ, ადვოკატებს, არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ დროულად მოვინახულოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, რადგან ვერ ვარკვევთ ხოლმე მათ ადგილსამყოფელს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას მალავს, რაც არის მძიმე დარღვევა. განაწილებულები არიან სხვადასხვა იზოლატორებში, თუმცა ყველა სად იმყოფება, ამის შესახებ სისტემიზებული ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს ადვოკატი.

შსს-ს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ სხვადასხვა ძალებით ჩვენ გავარკვიეთ, რომ ისინი ჰყავთ იზოლატორებში, ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგი რეგიონებში. ტელევიზით გავრცელებულ კადრებში ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება ძალადობიოთ, რადგან ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლები, მოქალაქეებს, რომლებსაც აკავდებნენ, ურტყამდნენ ფეხს, ხელს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისინი, რა ტქმა უდნა არ დაიწყებენ, რადგან ეს ყევალფერი არის ერთი სისტემა, ერთი მმართველი ჰყავთ და ცდილობენ, ადამიანები არა მხოლოდ დააკავონ, არამედ შეაშინონ". - ამბობს უფლებამდამცველი.

ოფიციალური მონაცემებით, საპატიმროში ახლა 13 დაკავებულია, რადგან ერთი პოლიციიამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.