გინება, ჩხუბი ქუჩური წესებით და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

16.04.24 14:16
გინება, ჩხუბი ქუჩური წესებით  და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

პარლამენტის სხდომაზე ისევ დაპირისპირებაა - პოლიტიკური განცხადებების დროს, "ოცნების" მაგინებელი დეპუტატი, დიტო სამხარაძე გააქტიურდა. 

დღეს მთელი დღეა, ოპოზიცია მმართვველ ძალას მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ კანონზე, თუმცა ივანიშვილის გუნდი უკან დახევას არ აპირებს. განხილვის თემაა,  ალეკო ელისაშვილს დაპირისპირება მამუკა მდინარაძესთან - "მოქალაქეების" ლიდერს "ქართული ოცნების" ლიდერები "ალეკო ბერბიჭაშვილად" მოიხსენიებენ.

"გაგარჭობ მიკროფონს..."- იმუქრება დიტო სამხარაძე. 

"ოცნების" მაგინებელი დეპუტატი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს ნაშინ დაესხა, როცა გიორგი ვაშაძემ კოლეგებს გასული წელი შეახსენა და დაუანონსა, რომ რუსული კანონის ავტორები "რუსეთში გაიქცევიან". 

სიმართლე მწარეა და მაგიტომ ნერვიულობთ! დაიწყნარეთ ნერვები და ხალხს ელაპარაკეთ, გაეცით პასუხი! ხალხი გამოვიდა გასულ წელს და ამ კანონს უთხრა უარი! ეს არის თქვენი სახე, ცვლილებები მოვიდა, როგორც გასულ წელს ამ დარბაზიდან გაიქეცით, ისე გნახავთ ამ ქვეყნიდან გაქცეულს რუსეთში. ბევრი წახვალთ რუსეთში, ვიცი,- უთხრა უმრავლესობას დეპუტატმა. 

„ეგ სხვა პარტიის სლოგანია, ნუ მიითვისებთ!“- განაცხადა პაპუაშვილმა ვაშაძის საპასუხოდ. 

"რას ერჩით საქართველოს, მართლა რას ერჩით ქართველ ხალხს? ვის ინტერესებს ემსახურებით? თქვენ როცა საუბრობთ უცხოურ გავლენებზე, მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება? არ შედის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას, განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა"- დასძინა ვაშაძემ და კოლეგებს დაწყნარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები