ძალადობა დასაგმობია, სახელმწიფო მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ განმეორდეს - თალაკვაძე
"ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმო. თალაკვაძის თქმით, მომავალში ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალადობა არ განმეორდეს.
მინდა, ყველა ჟურნალისტს ვუსურვო მალე გამოჯამრთელება. ძალადობა არის მიუღებელი და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი არ განმეორდეს.
სამართლებრივი დავა არის სასამართლოს კომპეტენცია, რამდენადაც ხედავს საზოგადოება, ათობით ადამიანის წინაააღმდეგ მიმდინარეობს სამართალწარმოება და დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ძალადობა არის მიუღებელი, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ძალადობის ენაზე უნდა ესაუბრონ მოქალაქეები, ან ჯგუფები", - თქვა თალაკვაძემ.