,,ენმ" ცესკო-ს თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

09.07.21 16:43
,,ენმ" ცესკო-ს თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. 

საუბარია გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სათურიანზე.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, ამბობს, ორივე კანდიდატი თამარ ჟვანიასა და "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ და სწორედ ისინიც მონაწილეობდნენ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში. 

ძალიან სამწუხაროა, რომ გამართლდა ჩვენი ეჭვები და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოიყენებდა ფიქციისა და რეფორმის იმიტაციისთვის. ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანამ, სანამ საქართველოს მართავს "ქართული ოცნება", ქვეყანაში ვერ გატარდება აუცილებელი და საჭირო ცვლილებები"- აცხადებს დეპუტატი.