ეს გამოიწვევს პროცესების მაღალ ტემპერატურაზე აყვანას - დეკანოიძე ცესკო-ს კანდიდატების და მოსამართლეების შერჩევაზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ბიუროს სხდომაზე მოსამართლეებისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შეჩერება მოითხოვა. დეკანოიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ორივე პროცესი შეჩერდეს.
კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. იცით, არ შემოიტანოთ სხდომაზე კენჭისყრაზე მოსამართლეობის კანდიდატურები, რომლებიც განხილვაზე წარმოდგენილი იყო და ჩვენ არ ვმონაწილეობდით. მეორე - აქედანვე მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს ცესკო-ს ის 2 კანდიდატურა, რომელსაც ასევე სამოქალაქო საზოგადოება არ აფასებს ისე, როგორც უნდა შეფასდეს. ისინი არ არიან დამოუკიდებელი კანდიდატები, ამიტომ ჩვენი პოზიციაა 2 საკითხი, რომელიც ეხება მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება და ცესკო-ს თავმდჯომარეობაზე ამ 2 ადამიანის წარდგენა. ეს იქნება ის, რაც გამოიწვევს პროცესების მაღალ ტემპერატურაზე აყვანას", - მიმართა დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველ პარტიას.