სწრაფი და უხარისხო დემაგოგია გვაჩვენეთ - დაპირისპირება პარლამენტში
"რა დემაგოგიაა", "დემაგოგიის კლასიკა გვაჩვენეთ წეღან" - ამ სიტყვებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს არჩილ თალაკავაძე და ხატია დეკანოიძე. კამათი მოსამართლეები არჩევის პროცედურებს მოჰყვა. დეკანოიძემ პროცესის შეჩერება მოითხოვა, რაზეც თალაკვაძემ "ნაციონალების" 9 წლიანი მმართველობა შეახსენა და უპასუხა, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი წინა ხელისუფლების დროს ყოველგვარი კონკურსის გარეშე ხდებოდა.
სიმართლე გახლავთ ის, რომ მოსამართლეების დანიშვნა და დამტკიცება მაშინ, როცა თქვენს პასუხისმგებლობაში იყო, ხდებოდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე , შერჩევის, გასაუბრების, ჩართულობის გარეშე, წარდგენით და მდუმარე დამტკიცების პროცედურით, რომელიც ეთანხმებით ალბათ, რომ არ იყო დემოკრატიული, თქვენ არადემოკრატიულად აკეთებდით ამას. თქვენ რომ სასამართლოზე იყავით პასუხისმგებელი, იმ სასამართლოში 100-დან 99 მოქალაქე ყოველთვის იყო მტყუანი, ანუ სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნებოდა, თქვენ არასოდეს არ ხართ მართალიო", - მიმართა თალაკვაძემ.