12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

09.07.21 18:26
12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ  გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.