კობახიძე ამტკიცებს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე 0 არგუმენტი აქვთ

17.04.24 17:36
კობახიძე ამტკიცებს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე 0 არგუმენტი აქვთ

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე ნული არგუმენტი აქვთ. 

ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები ვერ ხსნიან, თუ რატომ ეწინააღმდეგეგება საშიში კანონპრექტი ევროპულ ღირებულებებს.

რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი. თქვენ ნახეთ მაგალითად სტოლტენბერგის, შოლცის და კონკრეტული დიპლომატების განცხადება. არცერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი. ნული არგუმენტი. შეგვიძლია ერთად გავარჩიოთ ტექსტები. ყველგან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. გვეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რა ნაწილში, რომელი მუხლი და რატომ არ არის დასახელებული. ასეთი განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი", - ამბობს კობახიძე.