პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ - დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროდასავლური აქცია იწყება
მესამე საპროტესტო აქცია სამ დღეში - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იკრიბებიან.
"გაჩერებას არ ვაპირებთ", "არა რუსულ კანონს!" - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილი დღეს, 12:00 საათიდან იმყოფება, მათ ნაკადს ამ წუთებშიც ემატებიან.
პარლამენტმა, 83 ხმით რუსული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.