არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს - მამუკა ხაზარაძე

17.04.24 20:41
არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს - მამუკა ხაზარაძე

რუსულ კანონს საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან და მითუმეტეს ქართულობასთან - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. 

"ყველაფერი რაც ევროპულია, არის ევროპული. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, კანონი, რომელიც ჩვენ გვეღობება ევროკავშირისკენ, არის ანტიქართული კანონი. ამ შემთხვევაში საკითხი დგას ასე არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს. ამ ქვეყანას მართავს რუსული მთავრობა, არიან რუსები და ასრულებენ მათ დავალებას, უნდათ, ჩვენი ქვეყანა შეათრიონ უკან - მოდერნისტულ საბჭოთა კავშირში. მოუწოდებ ყველას, ნაცნობებო, ნათესავებო, ყოფილო და ახლანდელო პარტნიორებო, რეგიონებში, თქვენი ქუჩის, თქვენი უბნის, თქვენი ქალაქის დაცვაა ახლა საჭირო, იმიტომ, რომ ვერ დავუშვებთ ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვებას. რომ ასე მზაკვრულად ჩვენ შეგვათრიონ რუსეთის იმპერიაში"- 
 

მსგავსი სიახლეები