პარლამენტის შესასვლელი ყველა კარი ღიაა - რა ჩაიფიქრა "ოცნებამ"

17.04.24 21:08
პარლამენტის შესასვლელი ყველა კარი ღიაა - რა ჩაიფიქრა "ოცნებამ"

სავარაუდო პროვოკაცია "ოცნების" მხრიდან, ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შესასვლელი ყველა კარი ღიაა. ეს მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული რაოდენობა იცავდა. 

საკანონმდებლო ორგანოსთან დაცვის წარმომადგენლებიც კი არ არიან განლაგებული. 

ადგილზე სხვადასხვა აქტივისტები მორიგეობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაცია არ განახორციელონ. 

პოლიცია გაიყვინეს, პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ ვინმე იქნებ მიუახლოვდეს ჭიშკარს და პარლამენტში შეიჭრას.
გირჩი&დროა იცავს იდეას, მშვიდად მტკიცედ და ღიმილით მოგიგებთ ამ ბრძოლას.
პროვოკაცია მოუწყვეთ ბებიათქვენებს!- წერს შუშანა მაცაბერიძე.

მსგავსი სიახლეები