გახარია "ოცნებას" პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს. გახარიას თქმით, მმართველი პარტია მიშელის დოკუმენტის პირობების დარღვევას ცდილობს.
შენ როდესაც ხელისუფლება ხარ და ველდებულებას იღებ საერთაშორისო შუამდგომლობის პირობებში და შეთანხმებას აწერ ხელს და შემდეგ ეძებ შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო, ეს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენ, მაგრამ დაუჯერებელია რამდენჯერმე ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდაო", - ამბობს გახარია.