მე როცა მინისტრი ვიყავი, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ამტკიცებს, რომ მის დროს გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.
მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთიდაიგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა, ტყეპა და ეს უბედურებაც არ მომხდარა და ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა", - ამბობს გახარია.