პრემიერმინისტრის მოვალეობაა სიტუაცია განმუხტოს, სამწუხაროდ ეს ვერ ვნახეთ - დეგნანი

10.07.21 14:40
პრემიერმინისტრის მოვალეობაა სიტუაცია განმუხტოს, სამწუხაროდ ეს ვერ ვნახეთ - დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, 5 ივლისი მისთვის იმედის გაცრუების დღე იყო. 

იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ. ვფიქრობ, ძალიან იმედგამაცრუებელი დღე იყო ქართველებისთვის და ბევრმა თქვა კიდეც, როგორი მოულოდნელობა იყო ქვეყანაში, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, იმის ხილვა, რომ უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან.

პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

მსგავსი სიახლეები