იცავთ მხოლოდ ივანიშვილს და რუსულ კანონს, ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან - ვაშაძე გომელაურს
"თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ რობოკოპების თუ სხვადასხვა ფორმაში ჩაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აგებთ თუ არა პასუხს ამაზე პასუხს?" - ამ კითხვით შს მინისტრს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმართა.
ვაშაძე შს მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას ანტირულ აქციებზე პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე.
ვაშაძის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა დარბაზში, მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს "ოცნების" დეპუტატებმა და მათ შორის გიორგი ვოლსკიმ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობს, დეპუტატს მიკროფონი გამოურთო.
თქვენ შს სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს. თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შსს-ში და სრულად პასუხს აგენთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.
თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ რობოკოპების თუ სხვადასხვა ფორმაში ჩაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აგებთ თუ არა პასუხს ამაზე პასუხს?
თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი, იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ პასუხი ამაზე, თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხისგება, ვერ გაექცევი ხალხს.თქვენ არ იცავთ არც ქალთა, არც ბავშვების, ახალგაზდების, არც ადამიანის უფლებებს, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ, იცავთ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ კანონს.
პოლიციელებს მინდა მივმართო, ეს ადამიანი თქვენ გაძლევთ მუდმივად უკანონო ბრძანებებს, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს და გადადით ხალხის მხარეს,“ - განაცხადა ვაშაძემ.