ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი - ხაბეიშვილი

19.04.24 14:50
ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი - ხაბეიშვილი

„ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ. ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილი ალეკო ელისაშვილის ცემას ეხმაურება და ამბობს, რომ ელისაშვილის სამაგალითოდ დასჯით შიშის დანერგვა უნდა ხელისუფლებას.

ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ ,რაც ვნახეთ ცხადია ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან .შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ ცხადია მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას ,რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა .ამიტომ არ აქვთ განცდა,რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას,პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს .ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო ,ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის საზოგადოებას რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ ,როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ? სადმე დაგიმარტოხელებთ ,ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას ,რომ შიშით,დაშინებით ,ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია .ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის რასაც ყოველდღიურად აკეთებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


 

მსგავსი სიახლეები