"ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, "ძაღლობა" დამასია" - ელისაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

19.04.24 15:11
"ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, "ძაღლობა" დამასია" - ელისაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

"ლაჩარმა და მშიშარა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, "ძაღლობა" დამასია" - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პოლიციელებს 18 წლიანი მუხლით გაუშვებდნენ ციხეში, მაგრამ მას საქართველოში ამის იმედი არ აქვს, რადგან ფიქრობს, რომ "ოცნება" ყველანაირად შეეცდება სამართალდამცველების ამ საქმიდან "გამოძრომას".

ოპოზიციონერი ლიდერი კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა, რაც შეეხება ანზორ ჩუბინიზეს, ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ჩუბინიძე მას მხოლოდ დამშვიდებისკენ მოუწოდებდა.

მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამოძიება არ გაიშვა, მაგრამ ამ ფორმალობაშიც გავყვები, მერე რამე რომ არ თქვან. რამის გამოძიება თუ უნდათ, კადრები სახეზეა და ყველაფერი ჩანს პირდაპირ.

კიდევ ვიმეორებ, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა

პოლიცია დამასაია, უფრო სწორად "ძაღლობა" დამასია. საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო, ხომ გახსოვთ, ძაღლობა, აი ამას ვუწოდებდი მე მათ, რადგან მე პატიოსან პოლიციელებს პატივს ვცემ. ესენი კი "ძაღლობა" იყვნენ. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მცემდა.

აქ რომ ობიექტურად მიუდგნენ გამოძიებას 18 წლიანი მუხლი ემუქრებათ თითოეულს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ, "ქუნემ" ამათი გამოძიება. ხელწერილებით და ჯარიმებით გამოაძვრენენ ალბათ მათ".

არ მეშინია, რამდენი ჭრილობაც არ უნდა მომაყენონ

რაც შეეხება ჩუბინიძეს, კი, ნამდვილად იმყოფებოდა ის იქ და მასთან მქონდა მძიმე საუბარი, ვუთხარი, რას ჩადიხართ, ან მე რას მიშვებით, ან ამ ქვეყანას-თქო. მისმენდა, დამშვიდდიო მეუბნებოდა. ნამდვილად ვერ დავაბრალებს სხვა რამეს. აი, რაც შეეხება ვაჟა სირაძე, ის იყო იქ ხელმძღვანელი, მისგან გაისმა სიტყვა შეათრიეთო, მერე უკვე ვინ მირტყამდა, ზუსტად არ ვიცი", - ამბობს ელისაშვილი.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. ამიტომ, ახლა მთავარი კითხვაა, დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები