რასაც მოსამართლე შარაძე აკეთებს, ეს არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, ასე იქცევიან რუსეთში - მშვენიერაძე
"ასე არ იქცევიან ევროპაში, ასე იქცევიან რუსეთში" - ამ განცხადებას გიორგი მშვენიერაძე აკეთებს და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების გაჭიანურებას ეხმაურება.
რასაც ახლა მოსამართლე შარაძე აკეთებს, ეს არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება და ლაზარეს უკანონო პატიმრობის უზრუნველყოფა. ასე არ იქცევიან ევროპაში, ასე იქცევიან რუსეთში. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერს მშვინიერაძე.
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.