ივანიშვილზე უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანიშვილმა ფული? მოსკოვიდან ხომ არ წამოიღო? რუსეთის ინტერესებს ხომ არ ატარებს? - ხაბეიშვილი
„დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. შესაბამისად, თქვენ ყველა წარმოადგენთ მატყუაარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ხაბეიშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას, მმართველ პარტიას მიმართა - "უცხო ქვეყნის აგენტზე საუბრობთ და ივანიშილზე უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანისვილმა ფული? სად იშოვა მილიარდები და საიდან წამოიღო თავისი კაპიტალი? ვინმემ ხელი აწიეთ და თქვით, რომ ეს არის დასავლური ფული."
დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე გადააგდო, მოატყუო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით ხელისუფლებაში. შესაბამისად, წარმოადგენთ მატყუაარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი. მამუკა მდინარაძ გამოვიდა და თქვა, რომ უპირობოდ გაიტანდა ამ კანონს და შემდეგ მოტყუებით, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელმეორედ შემოიტანეს ეს კანონი. თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწონად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელსკიუფლებაში. გომელაურს მამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის კიდეც თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი. არ აარსებობს ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი, ვისაც ეს კანონი ეხება პოზიტიურად დედამიწაზე. რადიკალები, პროვოაკტორები ხართ ხელისუფლებაში, რადგან ზუსტად იცოდით რა მოყვებოდა რუსული კანონის შემოტანას, მაგრამ ხალხის საწინააღმდეგოდ მაინც შემოტანეთ. არ არსებობს ამაზე არგუმენტი, რომ არ იცოდით, რომ ხალხს არ უნდა რუსული კანონი, რომ თითქოს თქვნე არ იცით ხალხს უნდა ევროპა და შსაბამისად ზუსტად იცოდით რა მოყვებოდა ამ პროცესებს, მაგრამ რუსების დავალების შესაბამისად ეს კანონი შემოიტანეთ. რატომ გწყინთ? იმიტომ, რომ ეს არ იყო არც თქვენი დღის წესრიგის თემა, არც საუბრობდით ამაზე, უბრალოდ ვერ აიტანეთ გაღიმებული ბედნიერი ქართველი, რომელიც აღნიშნავდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. შემდეგ ტქვენს პრემიერ მინისტრს უსტვინეს ახალგაზრდებმა, ამ აღნიშვნის პარალელურად და ასეთი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრეთ. ხომ ამბობდით მგძნებარედ, რომ ერთი ადამიანის თმის ღერად არ გიღირთ არაფერი, ასე ამბოდბით, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეთ. ერთ ადამიანს თმის ღერი ჩამოუვარდეს კი არა, გომელაური აქ არის და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მოწყვეიტთ დავარდა ახალგაზრდა და დაარტყა საფეთქელი. ღმერთის წყალობით გადარჩა, მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ ეს ბავშვი ცოცხალი ამდგარიყო იქედან. ეს კადრები ხომ ნახეთ და ხომ თვენი დავალებით გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდან, სპეცრზმის, ხარებას მხრიდან ხომ იყო განწირული ეს ადამიანი. ქუჩებში, ეზო-ეზო მისდევდით ახალგაზრდებს და როგორ ახალგაზრდებს მისდევდით იცით? რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ თქვენ ქუჩებში სდიეთ, რომ მაქსიმალურად გერტყათ ამ ადამიანებისთვის და დაგესაჯათ ევროპული მომავლის სურვილის გამო.
როდესაც სადამსჯელო ღონიძიებაზე ვსაუბრობთ, ეს ხარება რომ დაგიქირავებიათ. ივანიშვილმა 2-5 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს დაცვის კომპანიას, სადაც არიან ზონდერები, გადააცმევთ ფორმებს და აუცილებალდ ბევრი კეთილსინდისიერი თანამშრომელი მოყვება, რომ ესენი არ არიან გდდ-ს თანამშრომლები, ესენი რიან თქვენი პირადი, ხარებას ზონდერები და 300-დნ 500-მდე გყავთ ასეთი, რომლებიც დაცვის სამსახურებში გყავთ გაფორმებული, ძალიან ბევრ შავ ფულს აძლევთ და შემდეგ ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და უსწორდებიან ფიზიკურად.ბატონო მინისტრო, თქვენმა პირადმა მოადგილემ, მაღალ თანამდებობაზე იყო, მიუწვდებოდა ხელი ყველა ინფორმაციაზე, მან თქვა ასეთი რამე, რომ თქვენ რუს გენერლებს ბორტნიკოვს, სედოვს, ბესედას მცხეთაში უმასპინძლეთ. თქვენმა მეგობარმა, ძმაკაცმა, მოადგილემ, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, მარტო თქვენთან რომ ქონდა კავშირი მთელი ცხოვრება და არაფერთან სხვასთანნ იმან თქვა. სად არის ბესედზე, სედოვზე ინფორამცია? გამოძიება დაიწყეთ? შეიძლება რომ მოადგილემ გამხილოთ და ისევ თანამდებობაზე ხართ, დროებით მაინც გადადმდგარიყავით. საზოგადოება არ უკვირს რატომ იცავთ რუსულ კანონს, როდესაც სედოვს, ბესედას ხვდებით მცხეთაში ხაჭაპურებს აჭმევთ და ელარჯს უწელავთ.
უცხო ქვეყნის აგენტზე საუბრობთ და ივანიშილზე უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანისვილმა ფული? სად იშოვა მილიარდები და საიდან წამოიღო თავისი კაპიტალი? ვინმემ ხელი აწიეთ და თქვით, რომ ეს არის დასავლური ფული.
მოსკოვიდნ ხომ არ წამოიღო ის ფული? რუსეთის ინტერესებს ხომ არ ატარებს? მაგ მილირდებით თქვენ ხომ არ კვბევათ? როცა ვიღაცის აგენტად მონათვლა გსურთ, ბიძინაზე მეტი აგენტი ვინ შეიძლება იყოს? მითხარით საქართველოში მეეორე ვინაა ისეთი, ვინც რუსეთიდან მილიონები წამოიღო და შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და მეტიც, ხელისუფლებას მართავს და ვისაც რა უნდა იმას აკეთებინებს. გამოძიება თუ დაწიეყთ რუს ოლიგარქს, ევტუშენკოვს რომ ელაპარაკებოდა? თქვენ მისი პირადი მცველი იყავით და ახლა იგივეს აკეთებთ. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, ავთენტურობაც არ დაგიყენებიათ ეჭვქვეშ. კორუმპირებული ხართ ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშეენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობფით, თვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც ნასესხები 1000 დოლარით წავიდა საზღვარაგრეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.