გომელაურს არ სჯერა, რომ აქტივისტების ცემის ბრძანებას "ხარება" გასცემდა

19.04.24 16:53
გომელაურს არ სჯერა, რომ აქტივისტების ცემის ბრძანებას "ხარება" გასცემდა

შს მინისტრს არ სჯერა, რომ აქტივისტების ცემის ბრძანებას სპეცრაზმის შეფი გასცემდა.

"ხარებას" გომელაური დღეს ბოლომდე გადაეფარა და პარლამენტში, ინტერპელაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირადად ზვიად ხარაიშვილის მხრიდან ფიზიკურ ანგარისშსწორებას ადგილი არ ჰქონია.

"ხარება"? ბატონი ზვიადი ურტყამს? მე ეგეთი კადრი არ მინახავს. ერთი ფაქტი მაინც მომეცით. მე ვნახე ეგ კადრები, არანაირად არ ურტყამს. რომ დაგაბარებენ კითხვას იქნებ ფაქტებიც მოსთხოვოთ. არანაირი ფაქტი არ ყოფილა პირადად ზვიადის მხრიდან", - ამბობს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ზვიად ხარაზიშვილი "ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია. 

ის განსაკუთრებული სისასტიკიკით არის ცნობილი. 

სპეცრაზმის შეფი არის ადამიანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შარშან მარტის აქციების დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ბრძანებას გასცემდა.

"ხარებას" სახელს უკავშირდება თბილისიდან  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ორგანიზება. ზვიად ხარზიშივლის დანაყოფმა დააკავა 2021 წელს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერი ნიკა მელია.“ ხარებას" სახელს უკავშირდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული და ჩავარდნილი „ჩატაევის“ დაკავების სპეცოპერაციაც.

სატელევიზიო არქივი ინახავს კადრებს, რომელიც 2009 წლის წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული. ორი გვამის სახელით ცნობილ ვიდეოში კი ვანო მერაბიშვილის გვერდით  ხარაზიშივლი დგას. "ქართული ოცნების" დასაყრდენი მაშინ სოდის სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის შეფი იყო.

 

 

მსგავსი სიახლეები