ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი - ბოჭორიშვილი
"სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი", - ამ განცხადებას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აკეთებს.
დეპუტატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონპროექტი რუსული არ არის:
სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი და არ არის საქართველოსთან რელევანტური სერგეი ლავროვის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები... საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ლავროვი კანონპროექტთან დაკავშირებით თუ ის საქართველოს პარლამენტში განიხილება. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს, რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ან რატომ ემთხვევა თქვენს ინტერესებს ლავროვის განცხადებები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ახალი ქება მოსკოვიდან - დუგინის, პესკოვის და ვოლოდინის შემდეგ რუსული კანონის პარლამენტში რეინიცირებას პოზიტიურად აფასებს სერგეი ლავროვი.