"ხარება" ღირსეული ადამიანია, ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული - გომელაურის ქება სპეცრაზმის შეფს

19.04.24 17:37
"ხარება" ღირსეული ადამიანია, ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული - გომელაურის ქება სპეცრაზმის შეფს

სპეცრაზმის შეფის დაცვის სპეცოპერაცია დღეს შს მინისტრს ქებაში გადაუვიდა - ვახტანგ გომელაურმა "ხარებას" გამორჩეული და ღირსეული ადამიანი უწოდა და მთელი პარლამენტის გასაგონად ამტკიცებდა, რომ ზვიად ხარაზიშვილს ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. 

გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა სამართალდამცველს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აქციაზე იდგნენ.

შს მინისტრმა იმ ახალგაზრდებზეც ისაუბრა, რომლებიც ყოველ დღეს ქუჩაში საქართველოს ინტერესების დასაცავად იდგნენ და მათ მოუწოდა სხვისი კეთილდღეობის გამო თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებენ.

ე.წ ხარება - ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არც ბატონი ზვიადის ყოფნა იქ. არა მარტო ბატონი ზვიადის, არამედ ძალიან ბევრი პორფესიონალი ადამიანი მუშაობს დღეს იქ. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. არ ვიცი ყველა, 40 ათასიო კაცი უნდა გაგვეშვა და სულ ახლები მოგვეყყვანა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მაგას ვერავინ გააკეთებდა. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ უბრალოდ მოქალაქეები იდგნენ მშვიდობით, თავის აზრს გამოხატავდნენ, პოლიცია მივარდა და დაარბია ან დააკავა ან იძალადა. პოლიცია გააქრეს. პოლიციით იყო გადავსებულიო - რატომ იყო პოლიცია, ეს ავხსენით კიდეც და გავაკეთეთ განმარტება. იყვნენ დეპუტატები, უნდა გამოსულიყვნენ, ცალკე აქციის მონაწილეები იყვნენ მომზადებულები. ამ ახალგაზრდებს, ჩემი შვილების ტოლები არიან, მოვუწოდებ, რომ თავს გაუფრთხილდნენ. ნუ ჩაიგდებენ თავს ცუდ მდგომარეობაში, ვიღაც სხვისი კეთილდღეობის გამო. ცოტანი ვართ ქართველები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. მითუმეტეს ოჯახებს და ოჯახის წევრებს არ უდნა შევეხოთ, ჩემი აზრით", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ზვიად ხარაზიშვილი "ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია. 

ის განსაკუთრებული სისასტიკიკით არის ცნობილი. 

სპეცრაზმის შეფი არის ადამიანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შარშან მარტის აქციების დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ბრძანებას გასცემდა.

"ხარებას" სახელს უკავშირდება თბილისიდან  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ორგანიზება. ზვიად ხარაზიშივლის დანაყოფმა დააკავა 2021 წელს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერი ნიკა მელია. “ხარებას" სახელს უკავშირდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული და ჩავარდნილი „ჩატაევის“ დაკავების სპეცოპერაციაც.

სატელევიზიო არქივი ინახავს კადრებს, რომელიც 2009 წლის წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული. ორი გვამის სახელით ცნობილ ვიდეოში კი ვანო მერაბიშვილის გვერდით  ხარაზიშივლი დგას. "ქართული ოცნების" დასაყრდენი მაშინ სოდის სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის შეფი იყო.

 

მსგავსი სიახლეები